ერევანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში 18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა ფალავანმა „სტეპან სარგისიანის თასზე“ ოთხი შეხვედრა მოიგო. კონსტანტინემ ფინალამდე ბელარუს, რუს და სომეხ მეტოქეებს სძლია, ფინალში კი გასული წლის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონს, ბელარუს ვლადისლავ კაზლოუს 10:0 მოუგო.
აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილმა უფროსთა შორის საერთაშორისო შეჯიბრებაზე სადებიუტო ოქროს მედალი მოიპოვა.










