გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ავტომობილი ქვეითად მიმავალ, 45 წლამდე ასაკის ქალს დაეჯახა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდა.
დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.









