ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარეობს 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში.

97 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა ფინალში ფრანგი აშაბ დადაევი 10-0 დაამარცხა და ტიტულის დაცვა მოახერხა.

ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა 2025 წლის კონტინენტის პირველობის ფინალშიც ფრანგი სპორტსმენი, აშაბ დადაევი დაამარცხა.