კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) სკოპიეში მიმდინარე 20-წლამდე მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალშია – ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში რუსი შამილ ტამბიევი 8:3 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.
ნახევარფინალური გასული კიდევ ორი ქართველი, გიორგი წურიაშვილი (57 კგ) და ზურაბ აბალაკი (70 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.
ფინალური ორთაბრძოლები 11 ივლისს გაიმართება.








