ბრატისლავაში დასრულდა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში.

დღეს, ბრატისლავაში, თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 70-74-97-125კგ წონითი კატეგორიებში გაიმართა ფინალური შეხვედრები.

97 კგ წონითი კატეგორიის რეპეშაჟში ყირგიზ ალ ბარო კუდრატჟანოვიჩ 
ახმეტოვთან 11:0 გამარჯვების შემდეგ კონსტანტინე პეტრიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბერძენ ნიკოლაოს კარავანოს დაუპირისპირდა.

ქართველი მოჭიდავის უპირატესობა აშკარა იყო. მან პირველივე პერიოდში ცამეტი ქულა აუღო მეტოქეს, თავად კი ერთიც არ დაუთმია. 

125 კგ წონასი ალექსანდრე აბრამიშვილმა რეპეშაჟის ნახევარფინალში ყაზახ რიზა იზახარი 4:0 დაამარცხა, ბრინჯაოს ფინალი კი აზერბაიჯანელ იუსიფ დურსუნოოვთან 0:6 დათმო.

გუნდურ ჩათვლაში საქართველო მე-7 ადგილზე გავიდა.