ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დალასში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე თითქმის ორსაათიანი სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
„თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში (...) ჩვენი წარმოუდგენელი ძალისა და ეკონომიკური წარმატების წყალობით, მე გადავუხდი დივიდენდს ამერიკის შეერთებული შტატების თითოეულ სრულწლოვან მოქალაქეს 5000 დოლარის ოდენობით“, — განაცხადა პრეზიდენტმა.
ტრამპმის თქმით, მომავალი შუალედური არჩევნები არის არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის. მან დემოკრატიული ოპოზიცია იდიოკრატებად და კომუნიზმის მომხრეებად მოიხსენია.
ისინი ქვეყნის პროგრესს უკან დახევენ და სკოლებში ბავშვებს ლენინისა და სტალინის შრომების წაკითხვას აიძულებენ,- განაცხადა მან.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




