რუსეთის ხელისუფლებამ ვიეტნამს ოფიციალური თხოვნით მიმართა და ქვეყნის მფლობელობაში არსებული სამგზავრო თვითმფრინავების ლიზინგით გადაცემა მოითხოვა.
დასავლური სანქციების ფონზე, რომლებმაც რუსული ავიაკომპანიები სათადარიგო ნაწილებისა და უცხოური წარმოების საჰაერო ხომალდების შეძენის/მოვლის შესაძლებლობის გარეშე დატოვა, მოსკოვი აქტიურად ეძებს ფლოტის განახლებისა და შენარჩუნების ალტერნატიულ გზებს. ვიეტნამური მხარისთვის მიმართვაც სწორედ რუსეთის საავიაციო სექტორში შექმნილი დეფიციტის დაძლევის მცდელობას წარმოადგენს.
ჯერჯერობით უცნობია, რა პასუხი გასცა ოფიციალურმა ჰანოიმ მოსკოვის ამ ინიციატივას, რადგან მსგავსი გარიგებები შესაძლოა, საერთაშორისო სანქციების რისკებსა და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს უკავშირდებოდეს.




