გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. 

დაშავებულია ერთი მგზავრი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.