ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი მგზავრი კი დაშავდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა, 22 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. დაშავებულები კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.