დღეიდან მომავალ მძღოლებს გამოცდაზე 3-ის ნაცვლად, 5 შეცდომის დაშვების უფლება აქვთ.
პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატებს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპიც უმარტივდებათ.
B კატეგორიის გამოცდაზე მოცემული 30 შეკითხვიდან მძღოლობის მსურველებმა 25 სწორი პასუხი უნდა დააფიქსირონ. თეორიულთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ცვლილებები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების მიმართულებითაც შეიტანა. B კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტიც იზრდება.
გამოცდის პროცესის გაუმჯობესებისთვის, საგამოცდო მარშრუტები უკვე შეიცვალა გორსა და ბათუმში. სიახლე კანდიდატებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად, სასურველი დროის დაჯავშნასაც ითვალისწინებს.
გადაწყვეტილება, რომელიც თეორიული გამოცდის ჩაბარების გამარტივებულ წესს ითვალისწინებს, დღეიდან ამოქმედდა. პრაქტიკული გამოცდებისთვის კი სიახლე 15 ივნისიდან შევა ძალაში.











