ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, ზურაბ გრძელიძე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გრძელიძე წლების განმავლობაში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას, გახლდათ ევროპის ჩემპიონი, პანამერიკული ტურნირის ჩემპიონი, სადაც საუკეთესო კალათბურთელის პრიზი მიიღო. ისე ასევე იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის.
ზურაბ გრძელიძე სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი იყო.




