ფშაველი- აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტის შედეგად დაშავდა ორი მგზავრი. ისინი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა გზის 27-ე კილომეტრზე მოხდა. მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენი მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია,სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
ცნობისათვის, თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა მსოფლიოში ყველაზე სახიფათო გზებს შორის არის.