იაპონიაში, ტაიფუნ „შანშანს“ სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

სტიქია კუნძულ კიუშუზე მძვინვარებდა, სადაც ქარის სიჩქარე საათში 252 კილომეტრს აღწევდა. დაახლოებით 255 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კაგოშიმასა და მიაძაკის პრეფექტურებში სულ მცირე 39 ადამიანი დაშავდა.

იაპონიის სამხრეთით სტიქიის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა, შეჩერდა ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობაც.