7-8 ოქტომბერს ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 94-ე კმ-ზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე  დაგეგმილი სამუშაოების გამო,  2025 წლის 7 ოქტომბრის 22:00 სთ-დან 8 ოქტომბრის 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.