საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე (სოფ. გუმათი) მიწის ვაკისის აღდგენის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების გამო  28 სექტემბრის 09:00სთ-დან 29 სექტემბრის 19:00სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვის პერიოდში მსუბუქი ავტომობილები, M2 და M3 კატეგორიის მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებს ადგილობრივი მნიშვნელობის გუმათი-ოფურჩხეთი-რიონი-ზარათის საავტომობილო გზის გამოყენებით. ხოლო, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.