საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე  ვტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია 

ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელი საყდარი) მდინარის ადიდების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.