"მე მოვერიდებოდი წითელ ხაზებზე საუბარს, მაგრამ, ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი გახარიას პარტია გაცილებით შორს არის ჩვენი პოლიტიკური ძალისაგან ვიდრე სხვა პოლიტიკური პარტიები," - ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას:

ვისთან შეიძლება პარტია „ახალი“ დაჯგუფდეს, ნუგზარ წიკლაურმა უპასუხა, რომ მოლაპარაკებები პარტია „ლელოსთან“ მიმდინარეობს, განიხილება ასევე სხვა პარტიებიც, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებთანაც ვერ ითანამშრომლებენ. წიკლაურის განმარტებით, ასეთი გიორგი გახარიას პარტიაა.

„ჩვენ ეს არც დაგვიმალავს, ეს საუბარი „ლელოსთან“ მიმდინარეობს, დაიწყება კიდევ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, დინამიური პროცესია. პარტია „ახალი“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ერთ მთავარ გარემოებას, რომ არცერთი მცირე პოლიტიკური პარტია არ დარჩეს ისეთი, რომელიც თვითონ ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს და ეს შემდეგ დააზიანებს მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს. მთავარი ამოცანაა, პროევროპული ამომრჩევლის ხმები არ დარჩეს ბარიერს მიღმა და ამით ჩვენ ხელი არ შევუწყოთ მმართველ ძალას, რომ შეინარჩუნოს ანტიევროპული მმართველობა. მე მოვერიდებოდი წითელ ხაზებზე საუბარს, მაგრამ, ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი გახარიას პარტია გაცილებით შორს არის ჩვენი პოლიტიკური ძალისაგან ვიდრე სხვა პოლიტიკური პარტიები", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.