ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ისტორია უკვე დამთავრდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელმა მმართველობამ, მისმა მენეჯმენტმა უარყო საკუთარი ისტორია, საკუთარი ტრადიციები. - ამის შესახებ ნაცმოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხდა.
"ვფიქრობ, რომ საკუთარ ფუნდამენტს ძირი გამოუთხარა, რასაც ყოველთვის ეყრდნობოდა ევროპული მისწრაფებების ეს ორგანიზაცია. მას შემდეგ რაც მან უარყო საკუთარი ამომრჩეველიც და ის პრინციპებიცა და იდეალებიც, რაც ყოველთვის იყო მახასიათებელი, ვფიქრობ, რომ იქ აღარ დარჩა სიმართლე. ამიტომ ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“...
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დავაფუძნებთ, პასუხობდეს მთავარს. სახელწოდებაზე მიმდინარეობს საუბარი. დამფუძნებელი ყრილობა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში იქნება." - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.