„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს, იგი საკუთარ თავს არ ეკუთვნის და მერაბიშვილი-კეზერაშვილის დავალებებს ასრულებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„არ ფუნქციონირებს პარტიის პოლიტიკური საბჭო, არ ფუნქციონირებს სამდივნო, პარტია არის ატროფირებული, ვერ ახდენს აქციების ორგანიზებას“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.