ნუგზარ წიკლაური: ბატონი ხაბეიშვილი ვერ ზომავს, ვერც სათქმელს და ვერ იმას აცნობიერებს, რომ დიდი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ შიდა პარტიული არჩევნები ლეგიტიმურად ვაღირეთ. პარტიის თავმჯდომარეს მივულოცეთ. მისგან ველოდით ერთიანობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. სამწუხაროდ, როგორც ვერ ასრულებდა დაპირებებს, გახსოვთ იყო დაპირება მრავალ ათასიანი აქციების, გადაკეტილი ქუჩების, „ვივა მედიდად“ მიხეილ სააკაშვილის გამოხსნის დაპირებები, რადგან აქედან არაფერი შესრულდა. ბატონი ხაბეიშვილის რიტორიკაც გახდა უფრო და უფრო აგრესიული. მგონია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ზომავს, ვერც სათქმელს და ვერ იმას აცნობიერებს, რომ ძალიან დიდი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეა“, - განაცხადა წიკლაურმა.