“სამწუხარო რეალობაა, რომ პრეზიდენტი არ ართმევს ფარცხალაძეს მოქალაქეობას. რეალურად, საქართველოს მოქალაქეობით მას აქვს გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. ეს გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის თამაშებში აბსოლუტურად ჩართულია სალომე ზურაბიშვილი.” - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“სამწუხარო რეალობაა, რომ პრეზიდენტი არ ართმევს ფარცხალაძეს მოქალაქეობას. რეალურად, საქართველოს მოქალაქეობით მას აქვს გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში და სწორედ ამიტომ არის სავარაუდოდ, რომ უნარჩუნებს სალომე ზურაბიშვილი ფარცხალაძეს მოქალაქეობას. ეს გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის თამაშებში აბსოლუტურად ჩართულია სალომე ზურაბიშვილი. თითქოს იუსტიციის სამინისტროს დააწყებინა წარმოება და შემდეგ სალომეს გააჩერებინა. მანამდე სალომეს დააწყებინა ეს პროცესი, რომ თურმე უნდა ჩამოერთვას ფარცხალაძეს მოქალაქეობა, მერე შეაცვლევინა რომ არა.
საქართველოს მოქალაქეობა გარკვეული პრივილეგიაა ევროკავშირის ქვეყნებში და ფარცხალაძე თუ დარჩება მხოლოდ რუსული პასპორტის ამარა, მას სხვა პრობლემებიც შეექმნება ევროკავშირის ქვეყნებში, მაგრამ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როცა ეს ადამიანი საერთოდ დაკავებული უნდა იყოს. მარტივი მიზეზით არის ეს გამოწვეული - პროკურორი შოთაძე თავად არის “ეფესბეს” ქსელის გაგრძელება, როგორც ფარცხალაძე, რადგან ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილი პირია. სუსის ხელმძღვანელი ლილუაშვილიც ეხმარება ფარცხალაძის თემის ჩაფარცხვაში, გადაფარვაში, შემდეგ ამ ადამიანის მიმართ არ იღიძრება კონკრეტული ღონისძიებები და ესეც ადასტურებს იმას, რომ არა მარტო ფარცხალაძეს, არამედ ლილუაშვილს და დიდ პირთა წრეს აქვს შეხება “ეფესბესთან” ამიტომაც არის, რომ ამ ადამიანს არ იჭერენ., საკუთარ თავზე ბორკილების დადება არის ურთულესი საქმე.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალური ყოფილი პროკურორი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, ამის შესახებ "აიპრესს" სუსში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
ოთარ ფარცხალაძე კი აცხადებს, ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ პირს, ოთარ ფარცხალაძეს ეზღუდება, როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და საბუთები ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია - სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა
პ.ს. ოთარ ფარცხალაძე იყო საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე