„დავიწყეთ კამპანია, რაც გულისხმობს შემდეგს - ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში ჩავალთ და აღვმართავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშას იმის ნიშნად, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში. დღეს დავიწყეთ წყალტუბოდან, იმ სოფლიდან, სადაც არასდროს „რუსულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ არ მოუგია.“- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ევროკავშირი გვჭირდება საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. ევროკავშირი გვჭირდება იმისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირში კი არ უნდა გარბოდეს სამუშაოდ, არამედ საქართველოში იქმნებოდეს ეკონომიკა, დოვლათი, საქართველოს მოქალაქე იყოს საქართველოში, თავის ოჯახთან, ევროპული პენსია, ევროპული შემოსავალი, ევროპული უსაფრთხოება და ამისთვის ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული კამპანია ,რაც გულისხმობს შემდეგს - ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში ჩავალთ და აღვმართავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშას იმის ნიშნად, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპას. რატომ? იმიტომ რომ მათ შორის ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი კეთილდღეობა, ჩვენი ხალხის უზრუნველი ცხოვრება სწორედ შესაძლებელია ევროკავშირთან ერთად. დღეს დავიწყეთ წყალტუბოდან, იმ სოფლიდან, სადაც არასდროს „რუსულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ არ მოუგია, ესეც სიმბოლურია, შესაბამისად აქ აღვმართეთ საქართველოს და ევროკავშირის დროშა და ამას გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში და ძალიან ბევრ სოფელში.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
ცნობისთვის, დღეს, „გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, წყალტუბოში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართეს