ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერი დავით კოდუა შემთხვევის ადგილიდან ავრცელებს.

„ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მადლობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის. დამწვარია საფეხმავლო ხიდის ხის საფარის 4 კვადრატული მეტრი, დაზიანებულია მოაჯირის ნაწილი“, - ნათქვამია მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით კოდუასვე განცხადებით, ხიდის დაზიანებული ნაწილის აღდგენა დილითვე დაიწყება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.