ასეთ განცხადებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი სოციალური ქსელით ავრცელებს.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას აძლიერებს, მდიდარს და ძალიან უსაფრთხოს ხდის! ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ. ჩვენი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ახლახან ეწვია სომხეთს, სადაც მან ხელი შეუწყო რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას ჩვენი ორივე ქვეყნისთვის. მალე შეერთებული შტატები და სომხეთი ერთად ჩაყრიან საფუძველს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის გზას, რომელიც გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან შეერთებულ შტატებამდე წვდომაში. ამ მიზეზების გამო, ნიკოლს აქვს ჩემი სრული და უპირობო მხარდაჭერა 2026 წლის 7 ივნისს ხელახალი არჩევისთვის. ნიკოლის დახმარებით, ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას ოდესმე არსებულზე უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავიყვანთ. კვლავ გავხადოთ (სომხეთი) დიდებული — MAGA!“ - წერს პრეზიდენტი.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება. სომხეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი ცხრამეტმა პოლიტიკურმა ძალამ წარადგინა. სიის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას 17 პარტია და ორი პარტიული ბლოკი მიიღებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, პაშინიანის ხელმძღვანელობით პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ მიიღებს მონაწილეობას. მისი კონკურენტები კი იქნებიან ბლოკი „სომხეთი“ (ჰაიასტან), ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის ხელმძღვანელობით და „ძლიერი სომხეთი“, ნარეკ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით.




