ლევან ხაბეიშვილი: მელია თუ გადაწყვეტს ივანიშვილთან ბრძოლას, ძალიან მარტივია ჩემთან საუბარი - ყველა უნდა ვიყოთ ერთად! - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
„ენმ-ის გვლანძღავს და კარგია? ჩემდა სამწუხაროდ, ყველა გამოსვლაში ენმ-ის ლანძღავს და მძიმეა ეს საყურებლად, ყველაფრის დავიწყება შეიძლება. ჩემთვის ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ბევრად მნიშვნელოვანი. ამიტომ საჯაროდ ვამბობ, არავითარი პრობლემა არავისთან, გუშინ ასე თქვა, ასე მოიქცა - არ გვაქვს ინტერესი, ყველა უნდა ვიყოთ ერთად. ვინც ამ ერთობას ხელს შეუშლის, ცალკე კიდევ ტალახს ესვრის ენმ-ის მას თავად გასცემს საზოგადოება პასუხს, მათ შორის განულდება ყველამ, ვინც გადაწყვეტს მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან ბრძოლას, ჩვენ მხოლოდ ერთ მტერს განვიხილავთ - ეს არის ბიძინა ივანიშვილი“, - ამბობს ხაბეიშვილი.