შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე, სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე პარლამენტის საქმიანობასა და როლზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელობასა და პრიორიტეტებზე.
ახალგაზრდებს სიტყვით ასევე მიმართეს სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
პარლამენტის აპარატის სტაჟიორები და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრები ჯიღაურაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლით სხდომასაც დაესწრნენ.
ახალგაზრდებმა პარლამენტის წევრებთან ერთად სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე განთავსებული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების უნიკალური კოლექციები და კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე არსებული ლაბორატორიები დაათვალიერეს.




