სამწუხაროდ, ამ უსინდისო შანტაჟმა ეფექტი გამოიღო, თუმცა ეს არ ხდის ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს, - ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„დამკვირვებლებმა რა ვითარებაც ნახეს ადგილზე და რის მიხედვითაც ეუთო/ოდირმა დაწერა ანგარიში, მათ ნახეს, რა ვითარება იყო გარეთ, უბანთან. ფაქტობრივად, ყველა ხმის შემოწმება ხდებოდა, თუ ვინ ვის მისცა ხმა. ნახეს, რომ იქვე ხდებოდა რიგ შემთხვევაში ფულის დარიგება. ეს ყველაფერი მიმდინარეობდა უტიფარი, მოღალატეობრივი, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაწილობრივ წარმატებული შანტაჟისა და ომის შიშის კამპანიის ფონზე. სამწუხაროდ, ამ უსინდისო შანტაჟმა ეფექტი გამოიღო, თუმცა ეს არ ხდის ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ჩემი აზრით, შეცდომა იყო ოპოზიციისა და მედიის მხრიდან ამ უტიფარ საარჩევნო კამპანიაზე დუმილი და იგნორირება. მათ კარგად უნდა აეხსნათ, რომ რუსეთის პირისპირ მარტო დატოვება ომის რისკს პირიქით ზრდის და, როგორი მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო, უნდა გაგვეხსენებინა ის ეპიზოდები ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიიდან, როცა მარტოები დავრჩით და მაშინ რა გვიქნეს”, - განაცხადა ბოკერიამ.