ის რაც ხდება, სააკაშვილის გუნდის გარშემო, რაც ვიხილეთ ცოტა ხნის წინ, როგორ შეიცვალა ლიდერი ამ პარტიის, არის საუკეთესო საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„მოქალაქეებს არ უნდა მოვექცეთ, როგორც მძევლებს ჩვენი არჩევანის - თუ გინდა, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხმა მისცე, უნდა მისცე მაინცდამაინც ყველას ერთად, რატომ? მაშინ როდესაც, მათ უნდა ჰქონდეთ არჩევანი, მითუმეტეს ის რაც ხდება, სააკაშვილის გუნდის გარშემო, რაც ვიხილეთ ცოტა ხნის წინ, როგორ შეიცვალა ლიდერი ამ პარტიის, არის საუკეთესო საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის. ეს ცუდია ქვეყნისთვის, ეს ცუდია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმისთვის. მე მგონია, არიან საკმარისი რაოდენობა პოლიტიკური პარტიების, რომლებიც ამას ხედავენ ჩვენს მსგავსად და მათთან ერთად ვიმუშავებთ და სასურველია, რომ შევძლოთ შეთანხმება. ეს იყო და არის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის“ ეთერში.