აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას პროპალესტინურ აქციაზე დაკავებული სტუდენტისთვის ვიზის აღდგენა დაავალა.
ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდოელი სტუდენტი, აჰვარ სულთანი 2024 წელს პროპალესტინურ აქციაზე დააკავეს. 15 აპრილს მან სასამართლოში შეიტანა საჩივარი და ამტკიცებდა, რომ მას სტუდენტური ვიზა უკანონოდ გაუუქმეს ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ინტერვენციის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისთვის.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტრამპის ადმინისტრაციამ სულთანს დაუყოვნებლივ უნდა აღუდგინოს ვიზა.
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდანვე მკაცრი ზომების მიღება დაიწყო ამერიკულ უნივერსიტეტებში პროპალესტინურ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტების წინააღმდეგ.
30 მარტს, აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ მარტის დასაწყისში კოლუმბიის უნივერსიტეტს $400 მილიონის გრანტი შეუჩერა და დაიმუქრა, რომ ყველა მომავალ დაფინანსებას შეწყვეტდა, თუ უნივერსიტეტი არ დათანხმდებოდა იმ ზომებს, რომლებიც, მთავრობის მტკიცებით, კამპუსში ანტისემიტიზმის აღმოფხვრისთვის იყო აუცილებელი.