რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2 ივნისის ღამეს დნიპროზე შეტევა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა და ნაწილობრივ დაინგრა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ჰანჯას ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა.

ჰანჯას განცხადებით, დარტყმის შედეგად საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა და შენობა ნაწილობრივ დაინგრა

საავადმყოფოში გადაყვანილია 23 ადამიანი, მათ შორის 13 წლის გოგონა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სამი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.