უკრაინის ქალაქ სუმში სავაჭრო-გასართობ ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ გრიგოროვი ადასტურებს.
საავადმყოფოში 14 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა შორის სამი ბავშვია.
დარტყმის ადგილზე შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.




