ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი აცხადებს, რომ ისრაელის მთავრობა ღაზის სექტორიდან პალესტინელების დეპორტაციას ან გაძევებას არ გეგმავს.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ისრაელის ორმა მინისტრმა მიმდინარე თვეში სანაპირო ტერიტორიიდან პალესტინელების მასობრივი გაძევების წინადადებები წამოაყენა.

„ჩვენ არ ვგეგმავთ ვინმეს გაძევებას ან დეპორტაციას ღაზის სექტორიდან. რა თქმა უნდა, ასე არ არის. თუ ვინმეს საკუთარი ნებით სურს ემიგრაციაში წასვლა და არსებობს ქვეყანა, რომელიც მზად არის, მიიღოს ის, როგორც ეს მსოფლიოს ნებისმიერ კონფლიქტის ზონაში ხდება, ჩვენ ამას არ შევეწინააღმდეგებით. მაგრამ ჩვენ არავის ვაიძულებთ, მისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვოს ტერიტორია“, – განაცხადა საარმა.