კიევზე 14 მაისის ღამეს განხორციელებული რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. მათ შორის სამი ბავშვია. მაშველები ნანგრევების გაწმენდას კვლავ აგრძელებენ. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ მაშველები დარნიცის რაიონში მდებარე საცხოვრებელ სახლში ნანგრევების უწყვეტად გაწმენდას და ადამიანების ძებნას აგრძელებენ.
ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1 567 დრონი და 56 რაკეტა გაუშვა. ყველაზე მძიმე შედეგები კიევზე იერიშებს მოჰყვა.
დღეს კიევში გლოვის დღეა გამოცხადებული.








