ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა, - განაცხადა "იმედის" ეთერში განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, პირველკლასელები 15 სექტემბერს სკოლის ფორმებით შევლენ საჯარო სკოლებში.

"ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების და მომავალი თაობის ინტერესებიდან გამომდინარე უზრუნველყოფილი იყოს, რომ სწავლების პროცესში მაქსიმალური კონცენტრირება იყოს სასწავლო პროცესზე," - აღნიშნა მინისტრმა.