კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 24 მაისის ღამით რუსეთის მასშტაბური შეტევის შედეგად უკრაინის დედაქალაქში დაღუპულთა რაოდენობა 2-მდე გაიზარდა.

მისივე თქმით, დაშავებულია კიდევ 56 ადამიანი, მათგან 30 საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ორი ბავშვი.

კლიჩკომ აღნიშნა, რომ ზოგიერთ ლოკაციაზე სამაშველო სამუშაოები და ნანგრევების გაწმენდა ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ღამით რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული იერიში მიიტანა. საჰაერო ძალების მონაცემებით, გამოყენებული იყო 90 რაკეტა და 600 დრონი, მათ შორის "ორეშნიკის" ტიპის იარაღიც.

დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, საწარმოები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები.