აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ ირანში, ხარგის კუნძულთან და ქალაქ ჯასკთან ახლოს დარტყმები განახორციელა. აშშ-ის ოფიციალურმა პირმა „ფოქს ნიუსს“ განუცხადა, რომ სამიზნეებში ირანული ტანკერები შედიოდნენ

ოფიციალური პირის თქმით, სამშაბათის დარტყმები ირანზე ეკონომიკური ზეწოლის იმ უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ირანის ნედლი ნავთობის ტანკერების ჩაძირვას ან მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას და მწყობრიდან გამოყვანას.

ოფიციალური პირის თქმით, ირანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნავთობის ექსპორტზე და დასძინა, რომ ირანულ ტანკერებზე დარტყმები „ამ ზეწოლის კამპანიის ნაწილია“.

ირანი ქუვეითსა და ბაჰრეინში განლაგებულ გემებს ნავთობტანკერებზე აშშ-ს თავდასხმების გამო საპასუხო ზომებით იმუქრება.

ირანი ქუვეითსა და ბაჰრეინში განლაგებულ გემებს ნავთობტანკერებზე აშშ-ს თავდასხმების გამო საპასუხო ზომებით ემუქრება.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სამშაბათს გააფრთხილა, რომ ქუვეითსა და ბაჰრეინში განლაგებული გემები, რომლებზედაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან, შესაძლოა სამიზნედ აქციონ ირანის ნავთობტანკერებზე ამერიკული თავდასხმების საპასუხოდ.

ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუს საზღვაო ძალებმა ასევე მოუწოდა ეკიპაჟებს ევაკუაციისკენ.

მოამზადა რაულ კაპანაძემ