დილის საათებში რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მასირებული იერიში მიიტანა. რუსების თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა.ამის შესახებ სამხედრო ხელისუფლებამ განაცხადა.

"დედაქალაქი მასობრივი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის ობიექტი გახდა. შესაძლებელია ახალი შეტევა. დარჩით თავშესაფრებში!" - დაწერა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ Telegram-ზე.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში სულ მცირე ათი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. 

დარტყმები განხორციელდა საცხოვრებელ კორპუსებზე, კერძო სახლებზე სუპერმარკეტზე, ბიზნესცენტრზე, სკოლაზე, სადაც მოქალაქეები აფარებდნენ თავს.