"რუსული კომპანიების "როსნეფტისა" და "ლუკოილის" წინააღმდეგ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ახალი სანქციები რუსეთს პრობლემებს არ შეუქმნის", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი ასეთ გადაწყვეტილებას კონტრპროდუქტიულად მიიჩნევს, მათ შორის უკრაინაში კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას.
"თუმცა, ფინანსთა სამინისტროს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას არ შექმნის", - განაცხადა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ რუსეთმა შეზღუდვების მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავა.
ცნობისთვის, 22 ოქტომბერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ნავთობკომპანიები "როსნეფტი" და "ლუკოილი", ასევე მათი 34 შვილობილი კომპანია, აშშ-ის სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა. მანამდე, 18 ოქტომბერს "როსნეფტი" და "ლუკოილი" დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა.







