უკრაინული მედიის ცნობით, კიევში, რუსეთის კომბინირებული იერიშის შედეგად 7 ადამიანი, მათ შორის 12 წლის ბავშვი, დაიღუპა, ხოლო 44 დაშავდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიდევ 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

დაახლოებით 13:00 საათზე კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკო განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დარნიცის რაიონში ჩამონგრეული სახლის ნანგრევებიდან 12 წლის გოგონას ცხედარი ამოიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, ნანგრევებში დაღუპულებს შორის არიან 21 და 30 წლის პირები.

კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა - ის თავდასხმის შედეგად დაზიანებული ავტოგასამართი სადგურიდან იყო ჰოსპიტალიზებული.

ვიტალი კლიჩკოის განცხადებით, დაშავებულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. მათ შორის ორი ბავშვია, მათ შორის - 1 თვის ჩვილი.

"დაშავდა 44 ადამიანი. ამ დროისთვის სტაციონარში 21 პირი რჩება, მათ შორის ერთი ბავშვი. კიდევ 23 დაშავებულს ამბულატორიული სამედიცინო დახმარება უტარდება", - განაცხადა კლიჩკომ.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ არსებობს ინფორმაცია "სულ მცირე, 20 დაკარგული ადამიანის" შესახებ.