ჩვენ ვასწავლით ლიტერატურაში ჰაგიოგრაფიას, ვერაფერს გაიგებს ბავშვი, თუ ზედაპირული წარმოდგენა მაინც არ აქვს ბიბლიაზე. ვერც „ვეფხისტყაოსნის“, ვერც „დავითიანს“, ვერც ილიას, ვერც ვაჟას, ვერავის გაიგებს, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი კულტურის საფუძველი, - განაცხადა ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ გადაცემაში „ღია ეთერი“.

როგორც მან აღნიშნა, ბიბლია არის ჩვენი კულტურის საფუძველი.

„ხანდახან მეღიმება, როგორი ცხარე კამათი იმართება ჩვენში ბიბლიის სწავლებასთან დაკავშირებით. ლაპარაკობენ, რომ ახლა ბიბლია უნდა ვასწავლოთ, გეოგრაფია ვერ გვისწავლებია და ა.შ.

ბიბლია არის ჩვენი კულტურის საფუძველი. მას აქვს წმინდა საგანმანათლებლო განზომილება, მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სკოლაში ვიღაც შევიდეს და პროზელიტიზმის სწავლება დაიწყოს, რაც კანონით აკრძალულია, ამაზე არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ წმინდა საგანმანათლებლო საზრისზე“, - აღნიშნა მურღულიამ.