სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ტრამპის "მშვიდობის საბჭოში" დამფუძნებელ წევრად შესვლის მიწვევა მიიღო. ამის შესახებ სომხეთის პრემიერის პრესმდივანმა განაცხადა.
"პრემიერ-მინისტრმა მიიღო წინადადება სიყვარულითა და პასუხისმგებლობით, დაადასტურა რა სომხეთის ერთგულება მშშვიდობის ხელშეწყობის საქმისადმი", – წერს სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმიდვანი.
ტრამპმა საბჭოში მიწვევა გაუგზავნა არგენტინის, კანადის, გერმანიის, ფინეთის, ისრაელის, რუსეთის, უნგრეთისა და ბელარუსის ლიდერებს.




