GE EN FR

დღის სიახლეები

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რეზოლუცია არის ევროპარლამენტის წარმავალი წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ - ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო. რა სანქციებზეა საუბარი, როცა ასეთი ზედაპირულობა აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასეთი რუსული პროპაგანდის წინადადება ამოვიკითხეთ პროექტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

1714049873

მსოფლიო

ბიზნესი

ირაკლი ნადარეიშვილი: სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, ქვეყანაში არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს

„კაპიტალის ბაზრის რეფორმა ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული რეფორმაა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ეროვნულ ბანკთან და სხვა პარტნიორ უწყებებთან ერთად. სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, რომ ქვეყანაში არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც  კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

1714042420

თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება

საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. 

1714042265

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი და ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი 

1714047247

კახა კალაძე: პრემიერის ინიციატივა სპორტული მოედნის მშენებლობაზე იქნება მეგაპროექტი ჩვენი ქვეყნისთვის

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა სპორტული მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით, იქნება მეგაპროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი დედაქალაქისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

1713946500

სხვა სიახლეები

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოგისტიკის დღე აღნიშნეს

საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოგისტიკის დღეს აღნიშნავს.

1714049610

კახა კალაძე არსენალის მთის პროექტზე: 2011 წლიდან აღნიშნულ კომპანიაში არ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. არსენალის მთის პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან 2011 წლიდან არანაირი შეხება და ინტერესი არ გააჩნია. ამის შესახებ მან მედიასთან ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდების საპასუხოდ ისაუბრა.

1714048844

წყალტუბოში მამაკაცი დაჭრეს

შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

1714048756

სოზარ სუბარი: აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის

„აგიტაციას და პროპაგანდას აგიტაციითა და პროპაგანდით უნდა დავუპირისპირდეთ, მაგრამ დღეს მსოფლიოში ისეთი რამ ხდება, რასაც მხოლოდ პროპაგანდას ვერ დავარქმევთ, ეს არის პირდაპირი ზეწოლა ეროვნულ სახელმწიფოებზე - რომ თავისი კანონმდებლობა მოარგონ იმ ტრენდს, რომლის დამკვიდრებასაც დღეს მსოფლიოში  ცდილობენ“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ  სოზარ სუბარმა ბათუმში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

1714044750