გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
თბილისის ზღვაზე მოქალაქეები გასაბერი ნავებისა და თევზჭერის აკრძალული იარაღის - სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას.
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა გასაბერი ნავები და ჯამში 1000 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე დალუქეს.
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.