ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ცნობილ ჰოლივუდელ პროდიუსერს ჰარვი ვაინშტაინს 23-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, გაუქმებულია, - იუწყება „ასოშეიტედ პრესი".


სასამართლომ დაადგინა, რომ გახმაურებული სასამართლო პროცესი 2020 წელს „აღმაშფოთებელი" დარღვევებით მიმდინარეობდა.   

„ამ აღმაშფოთებელი დარღვევების გამოსწორება ახალი სასამართლო პროცესით მოხდება“, - ციტირებს სააგენტო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ეს გადაწყვეტილება არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ვაინშტაინი ციხეს დატოვებს, რადგან მას გასულ წელს  სხვა სასამართლო პროცესზე 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 2013 წელს იტალიელი მსახიობის გაუპატიურებისთვის.