ისევ ვსაუბრობთ უცხოეთის ჩარევაზე საქართველოში. ჩვენ თავად უხეშად როდესაც ვერევით, არასდროს ვსაუბრობთ საქართველოში არსებული ცხოვრების რეალობაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის მეოთხედი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მათ ქვეყნის დატოვებას აიძულებს უკიდურესი სიღარიბე და შრომის უფლებების არარსებობა, საშუალო ხელფასი საქართველოში არის 360 ევრო თვეში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კლერ დეილმა განაცხადა.
„ემიგრაცია არის მთავარი, რასაც ქართველები ელოდებიან ევროკავშირის წევრობისგან და ისინი არ არიან ჩვენი ღირებულებების ფანატიკური მხარდამჭერები. მათ გაცილებით უფრო დიდ პრობლემებზე აქვთ საზრუნავი, მაშინ როდესაც ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს კანონის უზენაესობაზე საქართველოს ნებისმიერ კანონმდებლობასა და საზოგადოებაში, რათა დაინახოს, შეესაბამებიან თუ არა ისინი ჩვენს ღირებულებებს, ამავე დროს ის არაფერს აკეთებს საქართველოში საცხოვრებელი პირობებისა და ხელფასების გასაუმჯობესებლად.
საქართველოს არასამთავრობო კლასი არის აბსოლუტურად მაქსიმალისტური, როდესაც საქმე ლიბერალურ რეფორმებს ეხება, მაგრამ ისევე როგორც ევროკავშირი, მინიმალისტურია, როდესაც საქმე ეხება ღირსეული ცხოვრების შენებას, დასაქმებულთა უფლებებს, მინიმალურ ხელფასებს და სოციალურ უსაფრთხოებას. სწორედ ეს ხდება, როდესაც შენი მოძრაობები არა ქვემოდან, არამედ ზემოდან იმართება და მხარდაჭერილია გრანტებიდან მიღებული თანხებით. ოდესმე შევწყვეტთ ჩარევას და ქართველებს მივცემთ საშუალებას, თავად აშენონ საკუთარი მომავალი?“ – განაცხადა კლერ დეილმა.
თარგმანი: პირველი არხი