ასეთი განცხადება ალენ სიმონიანმა სომხეთის პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

აზერბაიჯანიდან და ირანიდან გაზსადენის მშენებლობა და მათგან გაზის შეძენა ძალიან კარგი ვარიანტია, - განაცხადა 25 აპრილს გამართულ ბრიფინგზე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა. 

კითხვაზე, შეუძლია თუ არა სომხეთს აზერბაიჯანიდან გაზის შეძენა, მან უპასუხა: „ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. და ზოგადად, არ არის მართალი, რომ გაზის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ახლა ვიყენებთ, არ არის აზერბაიჯანული".

სიმონიანის თქმით, ახლაც სომხეთში იგივე გაზი შედის, რომელიც რუსეთიდან აზერბაიჯანს და შემდეგ აზერბაიჯანულ გაზთან ერთად ევროპას მიეწოდება.  

„ვფიქრობ, ძალიან კარგი ვარიანტია გაზსადენის აშენება და გაზის შეძენა არა მხოლოდ აზერბაიჯანიდან, არამედ ირანიდან. ვფიქრობ, რომ ამაზე ჩემს კოლეგებს დაველაპარაკები, მათი აზრი არ ვიცი", - განაცხადა ალენ სიმონიანმა