საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას ეხმიანება.
1. სააკაშვილის განთავისუფლება - არა‼️
2. ივანიშვილის დასანქცირება - არა‼️
3. გამჭვირვალობის კანონის გაწვევა - არა‼️
4. ოჯახური ღირებულებების საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა - არა‼️
ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლუციას საქართველოს ღირსეული შვილებისთვის! ერთი კარგი რაც გააკეთეს, მინიმუმ 50 000 გაბრაზებული მოქალაქე დაგვემატება 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე ‼️ 😂😂😂
- წერს დიტო სამხარაძე.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ