რა უდევს საფუძვლად ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას და რამ შეიძლება დააყენოს რისკის ქვეშ მისი მოქმედების საკითხი - ამ თემაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაციას ქვეყანა და ხელისუფლება გარკვეულიო დამსახურებების გამო იღებს და მხოლოდ ამ დამსახურებების საფუძვლის მოშლა შეიძლება გახდეს მისი გაუქმების მიზეზი.

გურამ მაჭარაშვილი თქმით, საქართველო ევროპული ღირებულებებით ცხოვრობს და ევროპარლამენტის რეზოლუციებს არ შესწევს უნარი შეცვალოს ეს მოცემულობა.

„ვიზალიბერალიზაცია ჩვენ იმიტომ კი არ მოგვცეს, რომ მათ აქ ფული გაუმჭვირვალედ ეხარჯათ, ვიზალიბერალიზაციას ქვეყანას ევროკავშირის 27 წევრი დამსახურების გამო აძლევს. შესაბამისად, ვიზალიბერალიზაციის, თუნდაც თეორიულად, გაუქმების საკითხი ვერ დადგება სხვა მოცემულობით. რა საფუძვლებითაც მოგვცეს, მხოლოდ ამ საფუძვლების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ეს საკითხი რისკის ქვეშ დადგეს. ასე რომ, გამჭვირვალობა ვიზალიბერალიზაციასთან არაფერ შუაშია.

ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ საზოგადოებას შეაშინებს იმით, რომ ვიზალიბერალიზაციას გააუქმებს და შემდეგ ხალხი ამას ხელისუფლებას დააბრალებს. არ არის ასე - ხალხი ხედავს, რომ საქართველოზე არის უპრეცედენტო და მასშტაბური ზეწოლა.

აქედან გამომდინარეობს ის წერილი, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ - ჩვენ, ქართველებს ევროპული ღირებულება უკვე გვაქვს, ამ ღირებულებით ვცხოვრობთ და ევროპულ ღირებულებას რეზოლუცია ვერ ადგენს. ეს რეზოლუცია, მათრახივით რომ იყენებს ევროპარლამენტი, სწორედაც რომ არაევროპულია, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც ერთი მხრივ ვებრძვით რუსეთიდან ოკუპაციას, მეორე მხრივ, ჩვენი მეგობრებისგან მუქარას არ უნდა ვისმენდეთ და მხოლოდ პარტნიორულ ურთიერთობებზე უნდა ვსაუბრობდეთ,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში