ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას ეხმაურება:

"ამბავი უნდა მოყვე, შეფასებაც არ სჭირდება - ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა:

სააკაშვილის გათავისუფლება;2. ივანიშვილის დასანქცირება;3. გამჭვირვალობის კანონის გაწვევა;4. ოჯახური ღირებულებების საკონსტიტიციო ცვლილებების გაწვევა.ავტორებმა, პროექტის დაინიცირებისას, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს…ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით!ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი!" - წერს რატი იონათამიშვილი.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში