ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი
შეჯიბრების პირველ დღეს პირველობისთვის 48-52-57 კგ წონითი კატეგორიების ქალები და 60-66 კგ წონითი კატეგორიების კაცები იბრძვიან
57კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა პირველი შეხვედრა იტალიელ თაუანი დევიდ კაპანი დიასს სზლია, მეორეში ფაიზა მოკდარი დაამარცხა, პულის ფინალში კი ზეია ბალჰაუსი დააიპონა და ნახევარფინალში გავიდა. მის მეტოქე ნახევარფინალში დარია ბილოდიდი იქნება.
ამავე წონაში ნინო ლოლაძემ ესპანელ მარტია გარსია მარტინთან წააგო.
66 კგ წონაში ვაჟა მარგველაშვილმა პირველ შეხვედრაში ავსტრიელ მარკუს აუერს სძლია, მეორეში კი იტალიელ მატეო პირაცი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ ესპანელი ალბერტო გაიტერო ეყოლება.